წყალბურთელთა ახალი პროექტი - „დინამოს" მეორედ დაბადება

წყალბურთის კლუბი თბილისის „დინამო" 22-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. საქართველოს ნაკრების წევრთა ინიციატივით, ტიტულოვანი კლუბი გასულ ზაფხულს შეიკრიბა, საქართველოს ჩემპიონატზე გამოვიდა და ჩემპიონიც გახდა. შემდეგი ნაბიჯი ტიტულის შენარჩუნება და საერთაშორისო არენაზე გასვლაა. იქამდე „დინამო" ძლიერი შემადგენლობის დაკომპლექტებას გეგმავს. ახალი „დინამოს" პრეზენტაცია 4 ოქტომბერს თბილისის ივენთ ჰოლში გაიმართა.