ვის ეშინია კლარა ცეტკინის?

Your browser doesn’t support HTML5

ძველი გრძნობებისა და ფიქრების სამყარო ყოველთვის იმსხვრევაო − უთქვამს კლარა ცეტკინს, ადამიანს, რომლის სახელს უკავშირდება ქალთა საერთაშორისო დღის, 8 მარტის აღნიშვნა. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ კლარა ცეტკინი და 8 მარტი საზოგადოების ერთი ნაწილის თვალში კომუნისტურ წარსულს უკავშირდებოდა. მერე კი ამ დღის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება თანდათან სხვა სახის შიშებმა გააძლიერა: ბევრი ვერ მალავდა (და დღესაც ვერ მალავს) აგრესიას აქტიური ქალის მიმართ, რომელიც, კლარა ცეტკინის მსგავსად, ქალთა თანასწორობისთვის იბრძვის. „ვის ეშინია კლარა ცეტკინის?“ − ასე დაარქვა „წითელი ზონის“ მორიგ გამოშვებას მისმა ავტორმა და წამყვანმა გიორგი გვახარიამ. მისი სტუმარია ქალთა მოძრაობის აქტივისტი იდა ბახტურიძე.