საქართველო ევროპელების თვალით

Your browser doesn’t support HTML5

საქართველოში გატარებული დრო, როგორც წესი, არაა საკმარისი იმისთვის, რომ ევროპელმა ტურისტმა, საერთოდ, უცხოელმა, კარგად გაიცნოს ეს ქვეყანა. ხშირია, საქართველოდან სამშობლოში დაბრუნებული ევროპელი მხოლოდ ამკვიდრებს და “ამრავლებს” იმ სტერეოტიპებს, რომლებიც წლების, საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა საქართველოს შესახებ. რას ჰყვება ეს ხალხი საქართველოზე? ცდილობენ თუ არა ევროპელები საქართველოსა და კავკასიაზე დაგროვილი კლიშეების უარყოფას? რას ამბობს საქართველოზე, მაგალითად, ევროპელი ხელოვანი, კინორეჟისორი შტეფან ტოლცი, რომელიც “წითელი ზონის” მორიგი გადაცემის სტუმარია?