1992 წლის 6 იანვარს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ და მისი მთავრობის წევრებმა ალყაშემორტყმული პარლამენტის შენობიდან გააღწიეს და აზერბაიჯანში გაიქცნენ, თუმცა იქ მათ თავშესაფარი არ მიიღეს. გამსახურდია მცირე ხნით მიიღო სომხეთმა და უარი განაცხადა მის ექსტრადიციაზე საქართველოში. ხოლო მოგვიანებით, საქართველოსთან ურთიერთობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, სომხეთის მთავრობამ გამსახურდიას საშუალება მისცა, გაქცეულიყო რუსეთის სეპარატისტულ რეგიონში, ჩეჩნეთში, სადაც მას ჩეჩნეთის ლიდერმა ჯოხარ დუდაევმა თავშესაფარი შესთავაზა. საქართველოს უახლესი ისტორიის ამ ტრაგიკულ ფაქტებზე გიორგი გვახარიას საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია ესაუბრება.