ქართული ჯაზის ლეგენდა, გიული ჩოხელი, 80 წლის გახდა. მაგრამ ის უფრო მეტად აწმყოზე და მომავალზე ფიქრობს, ვიდრე წარსულზე. დროის მსვლელობა თითქოს არ აღელვებს და არც არასდროს აღელვებდა. თავისუფლებას ინარჩუნებდა მაშინაც კი, როცა თითქმის შეუძლებელი იყო ყოფილიყავი თავისუფალი. დღევანდელ გადაცემაში გიული ჩოხელი თავის შემოქმედებაზე, მუსიკაზე, პოეზიაზე, მხატვრობაზე გვიამბობს და გვიხსნის, როგორ შეიძლება შეინარჩუნო თავისუფლება იქ, სადაც თავისუფლებას ებრძვიან.