კასპში, ისევე როგორც საქართველოს სხვა ქალაქებში, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები წინასაარჩევნო პერიოდში მმართველ პარტიას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებენ. არათანაბარი საარჩევნო გარემო, ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, წინასაარჩევნო კამპანიაში პედაგოგების ჩართვა - ეს იმ ბრალდებების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც ოპოზიციის კანდიდატები პარტია "ქართულ ოცნებას" უყენებენ.
Your browser doesn’t support HTML5