5 ნოემბერს სახელმწიფო კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გამართეს წალკის რაიონში ჩასახლებულმა აჭარელმა ეკომიგრანტებმა, რომლებიც მასობრივად კარგავენ წლების წინ დაკავებულ სახლებს და უკან, მთიანი აჭარის მეწყერსაშიშ სოფლებში ბრუნდებიან. აქციის მონაწილეთა თქმით, მთავრობამ არ შეასრულა მათთვის მიცემული პირობა და არ გამოისყიდა საბერძნეთში საცხოვრებლად წასული ეთნიკური ბერძნების მიერ მიტოვებული სახლები, რომლებიც ეკომიგრანტების ნაწილმა ორგანიზებულად, ნაწილმა კი სტიქიურად დაიკავა, საბერძნეთიდან დაბრუნებული კანონიერი მესაკუთრეები კი ეკომიგრანტებს სახლების დატოვებას აიძულებენ.
Your browser doesn’t support HTML5