ტრეფიკინგის რისკის მხრივ აჭარას ყველაზე საფრთხის შემცველ რეგიონად მიიჩნევენ საქართველოს მთავრობისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც ამ პრობლემაზე მუშაობენ. შესაბამისად, სწორედ აჭარიდან დაიწყო სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების მიერ ორგანიზებული საინფორმაციო კამპანია. პროექტს, სახელწოდებით "ადამიანებით ვაჭრობის პრევენციისთვის საზოგადოების ცნობიერების ამაღლება", არასამთავრობო ორგანიზაცია "მიგრაციის ცენტრი" ახორციელებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში.
Your browser doesn’t support HTML5