ტურისტული სეზონი თუშეთში

Your browser doesn’t support HTML5

თუშეთში ტურისტული სეზონია. ბოლო ხანს მოსახლეობამ ინტენსიურად დაიწყო საოჯახო სასტუმროების მშენებლობა. თუმცა იქაურები ჩივიან, რომ გზა მოუვლელია და ადრე იკეტება, რის გამოც ფერხდება სახლების გარემონტება. ამბობენ იმასაც, რომ, წინა წლებისგან განსხვავებით, ბევრი მზად არის, თუშეთში ზამთარშიც დარჩეს და ამ ხალხს ხელის შეწყობა სჭირდება.