40 წლის წინ, 1978 წლის 14 აპრილს, თბილისში ათასობით ადამიანმა (მათ შორის უმრავლესობა სტუდენტები იყვნენ) გააპროტესტა საბჭოთა კონსტიტუციაში შეტანილი ის ცვლილება, რომლითაც ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა. საპროტესტო აქცია სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ დაიწყო და რუსთაველზე გაგრძელდა. მაშინდელი უმაღლესი საბჭოს, დღევანდელი პარლამენტის, შენობის წინ შეკრებილი ხალხი დილიდან ელოდა საბოლოო გადაწყვეტილებას. სესიაზე თავისი ერთსაათიანი გამოსვლის ბოლოს ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო ენად ქართული ენა დარჩებოდა.
14 აპრილი საქართველოში დედაენის დღედ გამოცხადდა.