საბჭოთა კოცნა გაქრა, თუმცა ის აღარავის ენატრება
საბჭოთა ლიდერი იოსებ სტალინი ორჭოფობს, როცა პილოტი ვალერი ჩკალოვი (მარჯვნივ) მისკენ იხრება საკოცნელად 1936 წელს.
1937 წლისთვის სტალინი უკვე გაუშინაურდა ამ პრაქტიკას. აქ მან თავად გაიწია საკოცნელად პილოტ ვასილი მოლოკოვისკენ.
წითელი არმიის ჯარისკაცების კოცნა ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების გამოცხადების შემდეგ. როგორც ამბობენ, "სოციალისტი ძმების კოცნა" იყო თანასწორობის ნიშანი, რომელიც ძველ რომსა და სპარსეთში ხელზე (ან ფეხზე) ამბორის ტრადიციის საპირისპირო იყო.
ეს სცენა უკანასკნელ ცეკვას ჰგავს, თუმცა ის სინამდვილეში ასახავს სამთავრობო ღონისძიებას, რომელიც დედამიწაზე დაბრუნებულ კოსმონავტებთან შესახვედრად გაიმართა. მას ხელმძღვანელობდა საბჭოთა ლიდერი ნიკიტა ხრუშჩოვი (მარცხნიდან მესამე).
1962 წლის ღონისძიება კიდევ ერთი რაკურსით ასახავს; ხრუშოვის კოცნას. ძმური სოციალისტური კოცნა ხშირად შემოიფარგლებოდა ლოყით, მაგრამ როცა კომუნისტური უტოპიის ენთუზიაზმმა იკლო, ოფიციალურ კოცნებს; მეტი ვნება შეემატა.
არავის შეეძლო ისეთი კოცნა, როგორიც საბჭოთა ლიდერს, ლეონიდ ბრეჟნევს, რომელიც 1980 წელს ყირიმში გადაღებულ ფოტოზე (ცენტრში) ესალმება კომუნისტ გულთამპყრობელს კონსტანტინ ჩერნენკოს.
როდესაც ბრეჟნევმა 1975 წელს კრემლში ნიკოლაი პოდგორნის აკოცა, ორმა სახელმწიფო მოხელემ (მარჯვნივ) თავი უცებ ზედმეტებად იგრძნო.
ბრეჟნევის კოცნა სამჯერადი იყო. ის ხშირად ლოყაზე კოცნიდა, თუმცა რაც უფრო მჭიდრო იყო ურთიერთობები კომუნისტურ სახელმწიფოსთან, ტუჩებიც მით უფრო უახლოვდებოდნენ ერთმანეთს. 1979 წლის ეს ცნობილი სალამი ბრეჟნევსა და აღმოსავლეთ გერმანიის ლიდერს, ერიხ ჰონეკერს შორის, მოგვიანებით უკვდავყო ქუჩის ცნობილმა ნახატმა სათაურით - "ღმერთო გადამარჩინე ამ მომაკვდინებელ სიყვარულს."
მიხეილ გორბაჩოვი (რომელიც ფოტოზე ჰონეკერს ესალმება) შესაძლოა სსრკ-ის სათავეში ჩადგომის შემდეგ ახალი ეპოქის ავტორი გახდა, თუმცა საბჭოთა კოცნა ამ ეპოქაშიც უცვლელი დარჩა.
ბერლინის კედლის დაცემამდე 3 წლით ადრე, ჰონეკერი 1986 წელს საკოცნელად ჩაეჭიდა გორბაჩოვს აღმოსავლეთ გერმანიაში სახელმწიფო ვიზიტის დროს.
სსრკ-ის არსებობის ბოლო დღეებში, 1991 წელს, საბჭოთა მაღალჩინოსანი ივან სილაევი საკოცნელად იხელთებს ჩოგბურთის ჩემპიონს ანდრეი ჩერკასოვს, რომელიც უკეთეს მომავალზე ოცნებობს.
2005 წელს გადაღებულ ამ ფოტოში ვლადიმირ პუტინს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი კოცნის და ეს ჩვენ მიერ მიკვლეული უკანასკნელი ფოტოა, რომელიც საბჭოთა კოცნას ასახავს.
მაგრამ არსებობენ ისეთი მტკიცე კომუნისტები, როგორიც უშანგი დავითაშვილია. ის თბილისში, საკუთარ ბაღში მოწყობილ სტალინის სალოცავს მეთვალყურეობს და ტუჩებში კოცნის ტრადიციაც ისევ გრძელდება, თუნდაც ეს ტუჩები უკვე ქვად იყოს ქცეული.