გაეროს რეზოლუცია დევნილებზე

Your browser doesn’t support HTML5

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1ივნისს კიდევ ერთხელ მიიღო საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველოსა და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ". გაეროს გენერალური ასამბლეა აღნიშნულ რეზოლუციას 2008 წლიდან იღებს, რითიც განამტკიცებს დევნილთა ფუნდამენტურ უფლებებს - უპირველესად, საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას. რეზოლუციას მხარი 80-მა ქვეყანამ დაუჭირა 14-ის წინააღმდეგ, 61–მა კი თავი შეიკავა. რეზოლუცია შესასრულებლად სავალდებულო არ არის, მაგრამ უმნიშვნელოვანესია თავისი ჰუმანიტარული მნიშვნელობით. რეზოლუციის მომხრეთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება, რასაც ქართული მხარე საერთაშორისო ასპარეზზე თავის დიპლომატიურ გამარჯვებად მიიჩნევს.