თავისუფლება სათნოებაა

ლონდონის ისტ ენდში 15 წელიწადი გაატარა თეო-მალხაზ მუხიგულმა, ქართველმა მხატვარმა. მან ორი წლის წინ დატოვა ლონდონი და ახლა როჩესტერში, კენტის საგრაფოშია ხოლმე. ამავე დროს, თეო მუხიგულმა, საქართველოდან 90-იანი წლების ბოლოს ინგლისში წასულმა ხელოვანმა, ბოლო წლებში ადგილი კვლავ იპოვა საქართველოში, მთიანეთში, ერწო თიანეთში.

Your browser doesn’t support HTML5

უხილავი ფარდა

ხატვის ოსტატობას თვითონ დაეუფლა, თუმცა სწავლობდა თბილისის მცირე აკადემიაში, გაიარა კურსი ლონდონში, წმინდა მარტინის ხელოვნების სასწავლებელში. ჰქონია ბევრი გამოფენა, დაამახსოვრდა ლონდონში, უილტონის მიუსიკ ჰოლის ისტორიულ შენობაში, მოწყობილი გამოფენა. „უხილავი ფარდის“ წამყვან ოქროპირ რუხაძესთან საუბარში თეო მუხიგული იხსენებს ლონდონს, ისტ ენდს, სადაც თავისუფლება იყო. ეს იყო „სკვოტინგის“ ხანა, ცარიელი დაუსახლებელი შენობების დაკავების დრო. თეო მუხიგული ერთ-ერთი იყო.

თეო მუხიგულის ნამუშევრები