„ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე წელს კახეთის რეგიონში 95 მილიონი ლარი დაიხარჯება. დამატებით რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 17 მილიონი გამოიყოფა“, - ეს განცხადება რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ კახეთში გააკეთა, სადაც ის რეგიონის გუბერნატორს და მუნიციპალიტეტების გამგებლებს შეხვდა.
ნარმანია ამბობს, რომ კონკრეტული სამუშაოები გაზაფხულის დადგომისთანავე დაიწყება. მანამდე მოსამზადებელი პერიოდია.
„წინასაარჩევნო პერიოდში ორი თვით ადრე ახალი პროექტების ინიცირება შეუძლებელი იქნება, ასევე ვერ მოხდება ცვლილებები ბიუჯეტში, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველა პროექტი დროულად დაიწყოს. ახლა, იანვარ-თებერვალში მოსამზადებელი სამუშაოები უნდა დავასრულოთ, ტენდერები უნდა გამოვაცხადოთ. მარტიდან კონკრეტული სამუშაოები დაიწყება“.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში წლებია სასმელი წყლის პრობლემა აწუხებთ. ადგილობრივები მაგისტრალის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებას ითხოვენ, რომელიც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევენებამდე დაიწყო.
ადგილობრივი ფარნაოზ პოპიაშვილი ამბობს: „ჩვენ წყალი არ გვინდა?! ამდენი ხანი აკეთებენ და საშველი ვერ დაადგეს. მშიერ-მწყურვალები ვართ. დღეგამოშვებით მუშაობენ და პროცესი ჭიანურდება. ვითომ წყალი უნდა გამოიყვანონ. იქნებ ვინმემ გაგვაგებინოს, გვეშველება რამე?!“
როგორც ჩვენ გავარკვიეთ, სოფელ ტიბაანის წყალმომარაგება სხვა პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს და მისთვის 400 ათასი ლარია გამოყოფილი. სოფლის რწმუნებული ლია მაძღარაშვილი გვეუბნება, რომ სამუშაოები წელს დასრულდება. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მჭედლიშვილი კი იმ პროექტებზე ლაპარაკობს, რომლებიც რეგიონალური განვითარების სამინისტრომ დააფინანსა.
„12 პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი და სადღაც ორ მილიონამდე თანხაა გამოყოფილი. ჩვენი ძირითადი პრობლემებია გზა, წყალი და ა.შ.“..
თელავში წელს პრიორიტეტი გზების მოასფალტებასა და ისტორიული ძეგლების მიმდებარედ ინფრასტრუქტურის მოწყობას მიანიჭეს. გამგებელი გივი მეტრეველი ამბობს, რომ წელს იგეგმება ქალაქის საკანალიზაციო სისტემისა და წყალმომარაგების ქსელების მოწესრიგება:
„იმდენი კარგი რამ ვთქვი, თუ ეს ყველაფერი წელს გაკეთდა, ჩათვალეთ, რომ თელავში ამდენი კარგი საქმე ბოლო ათწლეულებში არ გაკეთებულა. მთავრობამ 3 მილიონის ღირებულების პროექტები დაგვიფინანსა“.
თუ რა სახის პროექტები განხორციელდება წელს ლაგოდეხში, ლაგოდეხის მოსახლეობის ნაწილისთვის ცნობილი არ არის, თუმცა მათ საკუთარი წინადადებები აქვთ:
„არანაირი ინფორმაცი არ გვაქვს, რა უნდა გაკეთდეს“.
„მე მაინტერესებს, ცენტრალურ ქუჩებში რომ დავდივართ და გზებზე ბარდ-ეკლისგან გასავლელი აღარ დარჩა, ეს არ უნდა გასუფთავდეს?! აქედან, მცირედიდან უნდა დაიწყოს და სხვა რამეებზე მერე იფიქრონ!“
„ახლა ხვნა-თესვის დრო მოდის და ტექნიკა არ გვყავს. პირველ რიგში, ამას უნდა მიხედონ!“
„ჩემი აზრით, პარკი უნდა მოეწყოს, რაც დაამშვენებს ჩვენს ქალაქს“.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალერი ალიბეგაშვილი ამბობს, რომ წელს ლაგოდეხში 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. პროექტები ტურიზმის განვითარებას და სოფლის პრობლემების - გზების და ხიდების - მოწესრიგებას ითვალისწინებს:
„წელს რამდენიმე პრიორიტეტი გვაქვს. ეს ეხება ლაგოდეხის ტყე-პარკს, სადაც დასასვენებელი სკვერი უნდა მოეწყოს. ეს ტურიზმის განვითარებაში შეგვიწყობს ხელს. წელს ქალაქის სანიაღვრე არხებიც უნდა გავწმინდოთ. გარდა ამისა, სოფლებში შიდა გზების მოასფალტება იგეგმება“.
2014 წელს კახეთის რეგიონში, ჯამში, 112 მილიონი ლარის ღირებულების პროექტები განხორციელდება. სამუშაოებს მონიტორინგს, მთავრობასთან ერთად, როგორც მედია, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები გაუწევენ.
ნარმანია ამბობს, რომ კონკრეტული სამუშაოები გაზაფხულის დადგომისთანავე დაიწყება. მანამდე მოსამზადებელი პერიოდია.
„წინასაარჩევნო პერიოდში ორი თვით ადრე ახალი პროექტების ინიცირება შეუძლებელი იქნება, ასევე ვერ მოხდება ცვლილებები ბიუჯეტში, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველა პროექტი დროულად დაიწყოს. ახლა, იანვარ-თებერვალში მოსამზადებელი სამუშაოები უნდა დავასრულოთ, ტენდერები უნდა გამოვაცხადოთ. მარტიდან კონკრეტული სამუშაოები დაიწყება“.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში წლებია სასმელი წყლის პრობლემა აწუხებთ. ადგილობრივები მაგისტრალის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებას ითხოვენ, რომელიც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევენებამდე დაიწყო.
ადგილობრივი ფარნაოზ პოპიაშვილი ამბობს: „ჩვენ წყალი არ გვინდა?! ამდენი ხანი აკეთებენ და საშველი ვერ დაადგეს. მშიერ-მწყურვალები ვართ. დღეგამოშვებით მუშაობენ და პროცესი ჭიანურდება. ვითომ წყალი უნდა გამოიყვანონ. იქნებ ვინმემ გაგვაგებინოს, გვეშველება რამე?!“
იმდენი კარგი რამ ვთქვი, თუ ეს ყველაფერი წელს გაკეთდა, ჩათვალეთ, რომ თელავში ამდენი კარგი საქმე ბოლო ათწლეულებში არ გაკეთებულა. მთავრობამ 3 მილიონის ღირებულების პროექტები დაგვიფინანსა...გივი მეტრეველი