2017 წლიდან ქუთაისის სახელმწიფო თეატრებს ადგილობრივი თვითმმართველობის ნაცვლად აფინანსებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.
Your browser doesn’t support HTML5
ქალაქს სამი სახელმწიფო თეატრი აქვს - ოპერის, დრამატული და თოჯინების. მათგან ყველაზე ძველია დრამატული თეატრი, რომელსაც 1940 წელს მიენიჭა ლადო მესხიშვილის სახელი. ქუთაისის თეატრის წლევანდელი ბიუჯეტი შარშანდელზე ნაკლებია, თუმცა, დასის ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ წლის განმავლობაში რამდენიმე პრემიერა გაიმართება. პირველი მათგანი უკვე შედგა და თეატრის ისტორიაში პირველად, მსახიობებმა ინგლისურ ენაზე წარმოადგინეს ბერნარდ შოუს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პიესა.