თბილისში გაიხსნა ირაკლი ჩარკვიანის ძეგლი

Your browser doesn’t support HTML5

21 ნოემბერს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ არტისტები ვალო იმერლიშვილი და როკო ირემაშვილი, რომლებმაც ორწლიანი მუშაობის შემდეგ დაასრულეს ირაკლი ჩარკვიანის სკულპტურა. ძეგლი მომღერლის 55 წლის იუბილეზე, დედაენის ბაღში გაიხსნა.

სკულპტურა, რომელიც რკინისა და უჟანგავი ფოლადისგან არის დამზადებული, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ფუნქციონირებს და მის გარშემო განთავსებულ მუსიკალურ სკამ-ობიექტებში ირაკლი ჩარკვიანის მუსიკის მოსმენის საშუალებას იძლევა.

როგორია თანამედროვე ქანდაკება, რა სირთულეები ახლავს საჯარო სივრცეში მასშტაბური ხელოვნების ნიმუშების განთავსებას და რამდენად ხელმისაწვდომია საქართველოში ინფორმაცია, მასალა და ტექნოლოგიები, რაც ინოვაციების ხელოვნებაში ინტეგრირებისთვის შეიძლება დასჭირდეს ხელოვანს? ამ თემებზე ვესაუბრეთ სტუმრებს.

Your browser doesn’t support HTML5

თბილისში ირაკლი ჩარკვიანის ძეგლი გაიხსნა