თბილისს ეწვია ბრიტანული ქორეოგრაფიული კომპანია "კენდუკო"
Your browser doesn’t support HTML5
10 მარტს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო მაია დარჩია, ბრიტანეთის საბჭოს ხელოვნების პროგრამის მენეჯერი. ბრიტანეთის საბჭოს ინიციატივით მარჯანიშვილის სახელმწიფო თეატრში 11 და 12 მარტს სპექტაკლს გამართავს ბრიტანული ქორეოგრაფიული კომპანია "კენდუკო"-ს დასი, რომელიც უკვე 25 წელიწადია არსებობს და აერთიანებს შეზღუდული და შეუზღუდავი შესაძლებლობების მქონე ხელოვანებს.
"კენდუკო"-ს წარმოდგენები თბილისში ბრიტანეთის საბჭოს ახალი პროგრამის საწყისი ეტაპია, რომელიც პროფესიული განვითარების, საერთაშორისო თანამშრომლობის და ახალი ნაწარმოებების შექმნის უპრეცედენტო და უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს საქართველოში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ხელოვანებს.
რამდენად ინკლუზიურია ქართული სახელოვნებო სფერო და რა ხიბლი აქვს ხელოვნებას, რომელიც ღიაა სხვადასხვა ნიშნით გამორჩეული პირებისთვის - ამ თემებზე ვისაუბრეთ სტუმართან ერთად.