თბილისის ქუჩის მუსიკოსები
Your browser doesn’t support HTML5
თბილისში სეირნობისას არაერთ ადგილას შეხვდებით პროფესიონალ თუ მოყვარულ მუსიკოსებს. მათი რეპერტუარი ისეთივე განსხვავებულია, როგორც მათი მუსიკალური გემოვნება, გამოცდილება და ქუჩაში დაკვრის მოტივაცია. ზოგისთვის ქუჩაში დაკვრა დამატებითი შემოსავალია, ზოგისთვის სარეპეტიციო თუ საკონცერტო სივრცე, სხვები აქ მეგობრებს და მხარდამჭერებს პოულობენ. განსხვავებულია გამვლელების დამოკიდებულებაც.