თბილისში არსებული ქანდაკებების გზამკვლევი, რომელიც 144 ძეგლს აერთიანებს, თეა გოგოლაძე-ვულფმა რამდენიმეთვიანი კვლევისა და მუშაობის შედეგად შექმნა. გზამკვლევის ერთ მხარეს განთავსებულია ინფორმაცია ძეგლების შესახებ, მეორე მხარეს კი რუკა, რაც დაინტერესებულ პირებს ქალაქში სასურველი სკულპტურის მოძებნას გაუმარტივებს. გზამკვლევი არა მხოლოდ ქალაქში არსებული ძეგლების მოძიებას ამარტივებს, არამედ იძლევა ინფორმაციას სხვადასხვა პერიოდში ამ დარგის მიმართ ხელოვანთა, საზოგადოებისა და ხელისუფლების დამოკიდებულებაზე.