თბილისის მეტროში ჭერი ჩამოინგრა
11 ადამიანი დაშავდა თბილისის მეტროში, სადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის შედეგად.
30 იანვარს, დაახლოებით 11 საათსა და 30 წუთზე, სადგურ „ვარკეთილის“ ქვედა ვესტიბიულში ჩამოიშალა ე.წ. დაკიდული ჭერის კონსტრუქცია.
ჭერის ჩამოშლის მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს
„უმკაცრესად დაისჯება ყველა დამნაშავე და ამ ფაქტს მოჰყვება მკაცრი რეაგირება. ამ კომპანიას სამუშაოები აქვს ჩატარებული მეტროსადგურ „ახმეტელზეც“ და დღესვე დაიწყება გადამოწმება, თუ როგორაა შესრულებული ეს სამუშაოები“ - განაცხადა კახა კალაძემ.