თბილისის მეტროს გამოწვევები

თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოწვევები ყველაზე ნაკლებად ზაფხულის მიწურულს იგრძნობა. რადიკალურად იცვლება ვითარება სექტემბრის შუა რიცხვებიდან, როდესაც მოსახლეობა არდადეგებიდან ბრუნდება და სწავლის პროცესი იწყება. გარდა ამ სეზონური ფაქტორისა, თბილისის მეტრო და მთლიანად სატრანსპორტო სისტემა სხვა გამოწვევების წინაშეც დგას.

ზაფხულის მიწურულს, შემოდგომის დასაწყისში, 50 წლის ისტორიის მქონე თბილისის მეტროს შეემატება ახალი, 23-ე, სადგური - „სახელმწიფო უნივერსიტეტი“. მისი მშენებლობა 90-იან წლებში სახსრების უქონლობის გამო დააკონსერვეს. თითქმის 70 პროცენტით აშენებული სადგურის ამოქმედება შესაძლებელი გახდა „აზიის განვითარების ბანკის“ სესხის მეშვეობით, რომელიც 84 მილიონ ლარს შეადგენს.

Your browser doesn’t support HTML5

თბილისის მეტროს გამოწვევები