ასამდე ახალი ფილმი თბილისის კინოთეატრებში
Your browser doesn’t support HTML5
2-დან 8 დეკემბრამდე თბილისი რიგით მე-14 საერთაშორისო კინოფესტივალს მასპინძლობს. ნაჩვენები იქნება ქართული და სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილი ასზე მეტი ფილმი. ასევე ჩატარდება პროფესიული მასტერკლასები. ფესტივალი თბილისის მერიის, კულტურის სამინისტროსა და ეროვნული კინოცენტრის ორგანიზებით იმართება.