12 აპრილს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ფესტივალ "Tbilisi Open Air 2017"-ის მუსიკალური დირექტორი დავით (ცო) ცინცაძე. 11 აპრილს ცნობილი გახდა, ვინ დაუკრავს Tbilisi Open air 2017-ის სტუმრებისთვის. ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე 16,17 და 18 ივნისს სამ სხვადასხვა სცენაზე 50-მდე არტისტი გამოვა, მათ შორის, Archive, Leningrad, Anathema, Sevdalisa, Soft Eject, Young Georgian Lolitaz და სხვა ქართველი და უცხოელი მუსიკოსები.
Your browser doesn’t support HTML5
როგორ ეხმარება ქვეყნის კულტურული ცხოვრების განვითარებას რეგულარული მასშტაბური ფესტივალები, განვითარების რა შესაძლებლობებს ხსნის "Tbilisi Open Air"-ის სცენაზე დგომა ქართველი მუსიკოსებისთვის და როგორ გაიზარდა მსმენელი ცხრა წლის განმავლობაში - ამ თემებზე გვქონდა საუბარი სტუმართან.