30 ივნისს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ფოტოგრაფი დინა ოგანოვა, ერთ-ერთი ორგანიზატორი ფოტოფესტივალ "თბილისი-ოდესის ფოტოდღეებისა". ფესტივალი მეორე წელია იმართება და წლის განმავლობაში ორ გამოფენას მოიცავს - ბათუმსა და ოდესაში. ბათუმში 2016 წელს ფესტივალი 10-დან 16 სექტემბრამდე გაიმართება და, გარდა ფოტოექსპოზიციებისა, მასტერკლასებსა და ფოტოგრაფებთან შეხვედრებსაც მოიცავს.
ფოტოფესტივალში მონაწილე ფოტოგრაფებს ნამუშევრების გაგზავნა ღია კონკურსში 22 ივლისამდე შეუძლიათ თემაზე "ტეროტორია, სივრცე".
Your browser doesn’t support HTML5