შეზღუდული შესაძლებლობების პირები ყურადღებას ითხოვენ

Your browser doesn’t support HTML5

3 დეკემბერს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, გაეროს ეგიდით, აღინიშნება შეზღუდული შესაძლებლობების პირთა საერთაშორისო დღე. თბილისში ეს დღე აღინიშნა მსვლელობით ვარდების მოედნიდან რუსთაველის მეტრომდე. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებისგან შეზღუდული შესაძლებლობების პირთა პრობლემების გათვალისწინება და მათთვის მისადაგებული გარემოს შექმნა მოითხოვეს. აქციის ორგანიზატორი იყო „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“.