თავშესაფარში 12 ძაღლი დაიხრჩო

ძლიერი წვიმის გამო ადიდებულმა მდინარე ვერემ თბილისში თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი დატბორა. სტიქიის შედეგად თავშესაფარში 12 ძაღლი დაიხრჩო. თავშესაფარმა მატერიალურადაც იზარალა: დატბორილია ძაღლების თავშესაფრის სამი ავტომობილი, დაზიანებულია ძაღლების ადგილსამყოფელიც. როგორც თავშესაფრის მფლობელი თამაზ ელიზბარაშვილი აცხადებს, ამ დროისთვის ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, და რა ფინანსური ზარალი მიადგა თავშესაფარს მოგვიანებით გახდება ცნობილი. თავშესაფარში სულ 450 ძაღლი იმყოფება.

თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის შესახებ ვიდეოსიუჟეტი მომზადებულია 2015 წლის მარტში.