არსებობდე თუ ცხოვრობდე...
Your browser doesn’t support HTML5
რამდენი სჭირდება ადამიანს, რომ იარსებოს? არა მხოლოდ იკვებოს და
შიმშილით არ მოკვდეს, არამედ იცხოვროს... უნდა შეეძლოს თუ არა,
მაგალითად, რომ შეიძინოს პალტო, თუკი გაუცვდა, ან კინოში წავიდეს, ან
გაზეთები იყიდოს?... საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის
მონაცემებით, დღეს საარსებო მინიმუმი 161,9 ლარია. როგორ უკავშირდება
ეს გათვლები რეალურ ცხოვრებას? რას ეუბნება ეს მონაცემები სახელმწიფოს და
აქვს თუ არა საქართველოს, ამ თვალსაზრისით, ეკონომიკური პოლიტიკა?
ფიქრი და განსჯა ამ პრობლემაზე გადაცემაში „თავისუფლების ნიუსრუმი“.
გადაცემას მარინა ვაშაყმაძე უძღვება.