kayakata - ზურა ჯიშკარიანისა და მაქს მაჩაიძის მუსიკალური პროექტი
Your browser doesn’t support HTML5
15 სექტემბერს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ მაქს მაჩაიძე და ზურა ჯიშკარიანი, რომლებთანაც ვილაპარაკეთ ერთ-ერთ მიმდინარე მუსიკალურ პროექტზე - KayaKata. მუსიკალური ექსპერიმენტებისა და ურბანული თემატიკით გაჯერებული ტექსტების სინთეზით შექმნილი KayaKata ზურასა და მაქსის ერთ-ერთი მუსიკალური პროექტია. სხვადასხვა დროს მუსიკის მოყვარულებს ისინი "Kung Fu Junkie"-ის, "ზურმუხტისფერი ბედის ორდენისა" და სხვა ჯგუფების შემადგენლობაში ხვდებოდნენ.