"ვესტმენი და ბაბულიკი" რუსულ პროპაგანდაზე

Your browser doesn’t support HTML5

26 ივნისს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო "მედია ინოვაციების ფონდის" წარმომადგენელი სანდრო გვინდაძე. ფონდი მუშაობს ანიმაციურ სერიალზე, რომელიც რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ იქნება მიმართული და მისი გმირები შეეცდებიან საზოგადოებაში პროპაგანდის მანქანის საშუალებით შემოსული მითებისა თუ ცრუ სტერეოტიპების შესახებ მსჯელობას. ანიმაციის გმირი "ვესტმენი" პროევროპელი სუპერგმირია, "ბაბულიკი" კი პროპაგანდის მსხვერპლი, რომელიც ადვილად იჯერებს შეუმოწმებელ და ცრუ ინფორმაციას.