ახალგაზრდა არქიტექტორთა გუნდი Archfolio ქალაქდამგეგმარებლებსა და გამოცდილ არქიტექტორებთან ერთად საჯარო დისკუსიას მართავს.15 ივლისს დაგეგმილი შეხვედრა ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის შენობასთან დაკაშირებულ საკითხს შეეხება. Archfolio-ს წევრი დავით ბეიტრიშვილი და “ინიციატივა საჯარო სივრცისათვის” იურისტი ანანო ცინცაბაძე “თავისუფლების დილის” ეთერში იმ არქიტექტურულ და სამართლებრივ დარღვევებზე საუბრობენ, რომლითაც მიმდინარეობს დღეს 1930-იანი წლების არქიტექტურული ნაგებობის სახეცვლილება.
Your browser doesn’t support HTML5