კორნელი კაკაჩია გერმანია-საქართველოს ურთიერთობებზე
Your browser doesn’t support HTML5
2 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო კორნელი კაკაჩია, "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" დირექტორი, თსუ-ს პროფესორი. მან ილაპარაკა გერმანია-საქართველოს ურთიერთობების ისტორიაზე, დღევანდელ რეალობასა და გამოწვევებზე. კორნელი კაკაჩიამ გაიხსენა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების საწყისი პერიოდი, მიმოიხილა სხვადასხვა ეტაპი და ფაქტორები, რაც განაპირობებდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ინტენსიფიკაციას და პირიქით - შედარებით განელებას. პოლიტოლოგმა ილაპარაკა გერმანიის როლზე, მისი პოზიციის წონაზე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში და ხაზი გაუსვა გერმანიასთან ურთიერთობებისა და კომუნიკაციის განვითარების მნიშვნელობას. სტუმრის თქმით, თუკი გერმანია ან საფრანგეთი დარწმუნებული იქნებიან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შემდგომ ეტაპზე გადასვლის საფუძვლიანობაში, ისინი ადვილად შეძლებენ ევროკავშირის და ნატოს სხვა წევრების დარწმუნებასაც. კორნელი კაკაჩიამ გაიხსენა გერმანიის აქტივობა 2008 წლის ომამდე და შემდგომ პერიოდში, აგრეთვე ილაპარაკა გერმანია-რუსეთის ორმხრივი ურთიერთობების განმსაზღვრელ ინტერესებზე.