პრესის თავისუფლების ინდექსი საქართველოში

Your browser doesn’t support HTML5

26 აპრილს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი ნატა ძველიშვილი. 26 აპრილს გასაჯაროვდა 2017 წლის პრესის თავისუფლების შესახებ ყოველწლიური ანგარიში, რომელსაც ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრების გარეშე" წერს. ანგარიშს ის 2012-დან ყოველწლიურად ამზადებს და ამისათვის 170 ქვეყანაში შეისწავლის მედიის მდგომარეობას. ანგარიში ასახავს 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე არსებულ მდგომარეობას და აჩვენებს, რომ საქართველო ინარჩუნებს წინა წლის მონაცემებს და კვლავ 64-ე ადგილას არის იმ ქვეყნების სიაში, სადაც პრესის თავისუფლება დამაკმაყოფილებელი, მაგრამ არაიდეალურია. პირველ ადგილებს, ამ ანგარიშის მიხედვით, სკანდინავიის ქვეყნები - ნორვეგია, შვედეთი, ფინეთი და დანია - იკავებენ, მეხუთე ადგილას არის ნიდერლანდები, სადაც მდგომარეობა, წინა წელთან შედარებით, სამი ნიშნულით არის გაუარესებული.