როგორ დავიცვათ დაუცველი ცხოველი?
Your browser doesn’t support HTML5
28 ივლისს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ცხოველთა უფლებების დამცველი, მოხალისე აქტივისტი თიკო კვალიაშვილი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, საკუთარი რესურსებით ცდილობს დაუცველი, მიუსაფარი ცხოველების დახმარებას. რა გამოწვევები არსებობს ცხოველების დაცვის სფეროში, პასუხისმგებლობის რა წილი მოდის საზოგადოებაზე, თავშესაფრებსა და სახელმწიფოზე, არის თუ არა ქვეყანაში საკმარისი სერვისები ცხოველების დასახმარებლად, სამკურნალოდ და შესაფარებლად და რა შეიძლება დავუპირისპიროთ ცხოველების ცემისა და წამების მრავალ შემთხვევას - ამ თემებზე ვისაუბრეთ სტუმართან ერთად.