რაზე უნდა დავფიქრდეთ დედამიწის დღეს

Your browser doesn’t support HTML5

21 აპრილს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ მარიამ ლორია და მარიამ წიქარიძე, წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიაზაციისა "იარე ფეხით". ორგანიზაცია ქვეითთა უფლებებზე მუშაობს და ცდილობს მოქალაქეების ცნობიერება აამაღლოს ეკოლოგიის მიმართულებით. 22 აპრილი დედამიწის დღეა, რომელიც გარემოს დაცვის საკითხებისადმი ყურადღების მიქცევის მიზნით მსოფლიოში უკვე ათწლეულებია აღინიშნება. საიდან იწყება დედამიწასა და გარემოზე ზრუნვა, რა მთავარი გამოწვევები დგას გარემოს დამცველების, მმართველი ძალებისა და მოქალაქეების წინაშე, რა საკითხებზე სურთ 22 აპრილს ყურადღების გამახვილება ქართველ აქტივისტებს -  ამ თემებზე გვქონდა საუბარი სტუმრებთან.