თოჯინებს, ბურთებს, ფუმფულა სათამაშოებსა და ასაწყობ კუბებს სულ უფრო ხშირად ენაცვლება კომპიუტერებში, მობილურ ტელეფონებსა თუ პლანშეტებში არსებული ვირტუალური სათამაშოები და რადგან ბავშვისთვის თამაშით სწავლა ყველაზე სახალისო მეთოდია, მშობელთა ნაწილიც ბავშვებისთვის არჩევს სხვადასხვა შემეცნებით აპლიკაციას, თუმცა ქართულ ენაზე დაწერილი აპლიკაციების სიმწირე მშობლებს დიდ არჩევანს არ უტოვებს.