ჩეხეთის მომცრო ქალაქი ჟდიარ ნად საზავოუ მშვენიერი ბუნებით და მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლებით გამოირჩევა, მათ შორის - იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეყვანილი ეკლესიით. თუმცა ქართველისთვის და საქართველოთი დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისათვის ეს ქალაქი განსაკუთრებით მიმზიდველია მისი ერთი მკვიდრის გამო: 90-ანი წლების დასაწყისიდან იქ ცხოვრობს გრაფინია თამარ ამილახვარი-კინსკისა, სახელგანთქმული სამხედრო მოღვაწის, საფრანგეთის უცხოური ლეგიონის ვიცე-პოლკოვნიკის, დიმიტრი ამილახვრის ქალიშვილი. ქალბატონი თამარი პარიზში დაიბადა და იმის გამო, რომ ადრე დაობლდა, - მამა 1942 წელს ომში დაეღუპა, დედა კი 1944 წელს ავტოავარიაში, - ის ძმასთან ერთად იზრდებოდა დედის ნათესავებში, დადიანებში. პარიზშივე გაიცნო ჩეხი დიდგვაროვანი, გრაფი რადსლავ კინსკი, რომელსაც ცოლად გაჰყვა და აღმოსავლეთ ევროპაში კომუნისტური რეჟიმის დაცემის შემდეგ, 90-იანი წლების დასაწყისში, მასთან ერთად გადასახლდა კინსკების მამულში, ჩეხეთში. ქალბატონ თამარ ამილახვარ-კინსკისას 26 მაისს ვესტუმრეთ შინ.
თამარ ამილახვარი: ძალიან ხშირად მეკითხებიან, „სადაური ხართო - ფრანგი? ჩეხი? ქართველი?“ ჩემი აზრით, ყველაზე მეტად მაინც ფრანგი ვარ, რადგან ეს არის ქვეყანა, რომლის პოლიტიკურ ცხოვრებასთანაც კავშირი მაქვს. ვფიქრობ, ეს არის პასუხი. მაგრამ ეს არ მიშლის ხელს, ვიყო ქართველი, ინგლისელი, რუსი და ა.შ... ევროპელი!
რადიო თავისუფლება: მაგრამ თქვენი მშობლები - ორივე - ქართველები იყვნენ.
თამარ ამილახვარი: მშობლები ქართველები იყვნენ და მამაჩემმა საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო, როცა ომი დაიწყო, რათა ჩვენ დაცულები ვყოფილიყავით.
რადიო თავისუფლება: მამათქვენი დიმიტრი ამილახვარი - ძალიან ცნობილი პიროვნება იყო, მეორე მსოფლიო ომის გმირი. გახსოვთ მამა?
თამარ ამილახვარი: ძალიან პატარა ვიყავი, ბოლოს რომ ვნახე, სულ ოთხი წლის. ნარვიკში მიდიოდნენ (ნორვეგიის ქალაქში). მანამდე მეხსიერებაში ჩამრჩა რამდენიმე მომენტი, როცა ჩრდილოეთ აფრიკაში ვცხოვრობდით. მაგრამ, რასაკვირველია, ძალიან ცოტა რამ დამამახსოვრდა.
რადიო თავისუფლება: თქვენ ჩრდილოეთ აფრიკაში ცხოვრობდით?
თამარ ამილახვარი: მამაჩემი საფრანგეთის უცხოური ლეგიონის ოფიცერი იყო. უცხოური ლეგიონი კი მაშინ არასოდეს იყო განთავსებული საფრანგეთში, ყოველთვის კოლონიებში მოქმედებდა, უმეტესწილად აფრიკაში. ამიტომ ან მაროკოში ვიყავით ხოლმე, ან ალჟირში. მამაჩემი საფრანგეთში, სამხედრო სასწავლებელში სწავლობდა, რის შემდეგაც პირდაპირ უცხოურ ლეგიონში ოფიცრად წავიდა. მსახურობდა მაროკოში, რამდენიმე მედალი დაიმსახურა, აღიარება... ალჟირში იყო, როცა მეორე მსოფლიო ომი დაიწყო. იქიდან მოუხდა ნარვიკში წასვლა - ნორვეგიის სამხედრო კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად. იქაც დაიმსახურა მედლები. ნორვეგიიდან ის და მისი თანამებრძოლები ჯერ ინგლისში იქნენ ევაკუირებული, ინგლისიდან კი საფრანგეთში. როცა საფრანგეთის ფრონტი მოიშალა, მან და მისმა თანამებრძოლებმა ისევ ბრიტანეთს მიაშურეს პატარა ნავით, რომელიც ერთი ქალის დახმარებით იშოვეს - უბრალოდ, ღამით კარზე დაუკაკუნეს დახმარების თხოვნით და ის მართლა დაეხმარა. ჯერ ჯერსიზე ჩავიდნენ (ლა მანშის სრუტეში მდებარე კუნძულზე), იქიდან კი ინგლისში, ქალაქ პორტსმუთში ჩააღწიეს. იქ შეიტყვეს, რომ შარლ დე გოლი არმიას კრებდა და მას შეუერთდნენ. მამაჩემმა ყველა ეს სამხედრო კამპანია გაიარა, ვიდრე ეგვიპტეში - ალამეინში - მოკლავდნენ.
რადიო თავისუფლება: დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს ისტორიისათვის - 26 მაისი. რას ნიშნავდა ეს დღე თქვენი მშობლებისათვის? ეს იცით?
თამარ ამილახვარი: იცით, გორში რომ ვიყავი 2006 წელს, მამაჩემის დაბადების მე-100 წლისთავის აღსანიშნავად, რასაკვირველია, სიტყვით უნდა გამოვსულიყავი. და ვთქვი ის, რასაც ახლაც ვფიქრობ: რომ მამაჩემი ოფიცერი გახდა, რადგან იმედი ჰქონდა, რომ ერთ დღეს თავისი ქვეყნის განთავისუფლებისათვის იბრძოლებდა. მაგრამ ეს მას არასოდეს გაუკეთებია. ის საფრანგეთისათვის იბრძოდა. და ახლა, ბოლოს და ბოლოს, მისმა სახელმა ერთმანეთთან დააკავშირა საქართველოს არმია და საფრანგეთის არმია. ეს არის ძალიან მჭიდრო კავშირი, ერთმანეთთან თანამშრომლობა. მამაჩემმა ახლა გააკეთა ის, რისი გაკეთებაც უნდოდა...
რადიო თავისუფლება: თქვენ ბოლოს 2006 წელს იყავით ხომ საქართველოში?
თამარ ამილახვარი: დიახ, მამაჩემის დაბადების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით.
რადიო თავისუფლება: მაგრამ ეს არ იყო თქვენი პირველი ვიზიტი...
თამარ ამილახვარი: არა, ნამყოფი ვარ 1961 წელს, სექტემბერში. მოსკოვში ვიყავი ჩასული საფრანგეთის დღეებთან დაკავშირებით. სამი დღე შვებულება ავიღე და საქართველოში ჩავედი - პირველად.
რადიო თავისუფლება: გვითხარით, თუ შეიძლება ამ პირველი შთაბეჭდილების შესახებ. საბჭოთა დრო იყო, რამდენად თავისუფალი იყავით, რამდენად გეძლეოდათ შესაძლებლობა გენახათ, რისი ნახვაც გინდოდათ?
თამარ ამილახვარი: არ ვიყავი თავისუფალი, ძალიან მარტივად რომ ვთქვა. იმისათვის, რომ ვიზა ამეღო, - საქართველოში ჩასვლის უფლება, - უზარმაზარი ფული უნდა გადამეხადა ინტურისტისთვის. ღამე ვჩერდებოდი არა ნათესავებთან, არამედ სასტუმროში. მეკუთვნოდა მანქანა, მაგრამ მანქანას არ მივყავდი იქ, სადაც მე მინდოდა წასვლა. სულ სამი დღე დავრჩი, ძალიან ცოტა ხანს. მაგრამ ხრუშჩოვის დრო იყო და ხალხი აშკარად უფრო თავისუფლად გამოთქვამდა საკუთარ აზრს. და რამაც გამაოგნა, იყო შეგრძნება, რომ შინ ვიყავი... მართალია, არ გადავსახლდებოდი იქ საცხოვრებლად, მაგრამ აშკარად მქონდა შეგრძნება, რომ შინ ვარ, თითქოს მშობლიურ სოფელში დავბრუნდი. კიდევ იმან გამაოცა, რომ ... ძალიან ბევრი მოდიოდა ჩემს გასაცნობად, რადგან სწორედ მაშინ თავიდან იწყებოდა ურთიერთობები ... და იცით, რამ გამაოცა? თვითონ მათ დიდი ხანი იყო, არ ენახათ ერთმანეთი. და მივხვდი, რომ ხალხი ცალ-ცალკე ყოფნას ამჯობინებდა, ყველა თავისთვის იყო შეყუჟული, რათა თავიდან აეცილებინა სხვებთან კონტაქტთან დაკავშირებული შესაძლო საფრთხე.
რადიო თავისუფლება: ასე რომ, თქვენ დაეხმარეთ ერთმანეთს დაკავშირებოდნენ...
თამარ ამილახვარი: კი, ეს იყო დასაწყისი. მერე, დაახლოებით ერთ წელიწადში, დეიდაჩემი ჩამოვიდა თბილისიდან პარიზში.
რადიო თავისუფლება: ერთი მხრივ, მამათქვენის ნათესაობა, ამილახვრები, მეორე მხრივ დედის - დადიანები... მაგრამ დედ-მამამ ერთმანეთი უკვე პარიზში გაიცნო...
თამარ ამილახვარი: დიახ, პარიზში გაიცნეს ერთმანეთი. ქართული სათვისტომო საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყო, მაგრამ ყველა ერთმანეთს იცნობდა.
რადიო თავისუფლება: დადიანები - ეს გასაოცარი ამბავია თქვენს ოჯახში, რადგან თქვენი მეუღლის, განსვენებული გრაფ კინსკის ბებიაც დადიანი იყო, არა?
თამარ ამილახვარი: მისი დიდი ბებია იყო დადიანი ამ საგვარეულოს შტოდან, რომელიც საქართველოდან გაიქცა მე-17 საუკუნის ბოლოს. ის დადიანების სხვა შტოს მიერ იდევნებოდა. ჯერ კონსტანტინოპოლში ცხოვრობდნენ, შემდეგ ტრანსილვანიაში გადასახლდნენ. ჩემი მეუღლის დიდი ბაბუა ავსტრიის არმიაში მსახურობდა, მან დადიანის ქალიშვილი გაიცნო და მასზე დაქორწინდა - იფიგენია დადიანზე.
რადიო თავისუფლება: მოდით, ცოტა მაინც ვთქვათ ენებზე თქვენს ოჯახში. თქვენ რამდენიმე ენა იცით - ფრანგული, ინგლისური, რუსული... მაგრამ არ იცით ქართული. შეგიძლიათ აგვიხსნათ, როგორ მოხდა, რომ რუსული იცით და ქართული არა?
თამარ ამილახვარი: ჩვენს ოჯახში ძალიან ცდილობდნენ, რომ ქართული ესწავლებინათ ჩემთვის და ჩემი ძმისთვის. ყოველდღე გვიტარებდნენ ენის გაკვეთილებს. ძალიან მრცხვენია იმის აღიარება, რომ არ მოგვწონდა ... ახლა, რასაკვირველია, ძალიან ვნანობ. და როცა საქართველოში ვიყავი, დიდ უხერხულობას ვგრძნობდი. ვცდილობდი, არ მელაპარაკა რუსულად, მელაპარაკა მხოლოდ ფრანგულად ან ინგლისურად იმის იმედით, რომ ვინმე გადათარგმნიდა.
რადიო თავისუფლება: თქვენ იცნობდით ჩვენს ყოფილ დირექტორს - რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის ყოფილ დირექტორს, განსვენებულ გულნარა პატარიძეს. ისიც თქვენსავით, ქალბატონო თამარ, პარიზში იყო დაბადებული, მაგრამ ქართული საუცხოოდ იცოდა. გულნარა პატარიძეს პარიზიდან იცნობდით თუ პრაღაში გაიცანით?
თამარ ამილახვარი: არა, ძალიან კარგად ვიცნობდით მის ოჯახს პარიზში. ქართული ოჯახების უმრავლესობაში, როგორც გულნარას ოჯახში, ბავშვები შინ ქართულად ლაპარაკობდნენ. მაგრამ დედაჩემის ნათესავები - მათ გამზარდეს (1944 წელს ავტოავარიაში დედის დაღუპვის შემდეგ) - საუბრობდნენ რუსულად. არ ვიცი, რატომ. ქართულიც იცოდნენ დედაჩემმა და მისმა უფროსმა დამ, მაგრამ უმცროსმა არ იცოდა, თავიდანვე პარიზში იზრდებოდა. ისე გამოვიდა, რომ რუსულენოვან გარემოში გავიზარდე. როგორც გითხარით, ცდილობდნენ ქართულიც გვესწავლა, მაგრამ არ გამოუვიდათ.(იცინის)
რადიო თავისუფლება: აპირებთ, ისევ ჩახვიდეთ საქართველოში?
თამარ ამილახვარი: ოდესმე კი, აუცილებლად. მაგრამ ახლა საკმაოდ დაკავებული ვარ! (იცინის)
რადიო თავისუფლება: რა მოგწონთ საქართველოში, რა არის თქვენთვის განსაკუთრებით ძვირფასი? მუსიკა, ცეკვა, კერძები, ენა ...
თამარ ამილახვარი: პირველ რიგში, თვითონ ქვეყნის სილამაზე, შენობები, ხალხის სითბო, სტუმართმოყვარეობა და, რასაკვირველია, მუსიკა და ცეკვები. ჩვენ მათზე გავიზარდეთ!
რადიო თავისუფლება: იქნებ ერთი-ორი სიტყვა გვითხრათ ქართულად?
თამარ ამილახვარი: მაგას ნამდვილად ვერ ვიზამ... (იცინის) მიირთვით!
Your browser doesn’t support HTML5
თამარ ამილახვარი: ძალიან ხშირად მეკითხებიან, „სადაური ხართო - ფრანგი? ჩეხი? ქართველი?“ ჩემი აზრით, ყველაზე მეტად მაინც ფრანგი ვარ, რადგან ეს არის ქვეყანა, რომლის პოლიტიკურ ცხოვრებასთანაც კავშირი მაქვს. ვფიქრობ, ეს არის პასუხი. მაგრამ ეს არ მიშლის ხელს, ვიყო ქართველი, ინგლისელი, რუსი და ა.შ... ევროპელი!
რადიო თავისუფლება: მაგრამ თქვენი მშობლები - ორივე - ქართველები იყვნენ.
თამარ ამილახვარი: მშობლები ქართველები იყვნენ და მამაჩემმა საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო, როცა ომი დაიწყო, რათა ჩვენ დაცულები ვყოფილიყავით.
რადიო თავისუფლება: მამათქვენი დიმიტრი ამილახვარი - ძალიან ცნობილი პიროვნება იყო, მეორე მსოფლიო ომის გმირი. გახსოვთ მამა?
თამარ ამილახვარი: ძალიან პატარა ვიყავი, ბოლოს რომ ვნახე, სულ ოთხი წლის. ნარვიკში მიდიოდნენ (ნორვეგიის ქალაქში). მანამდე მეხსიერებაში ჩამრჩა რამდენიმე მომენტი, როცა ჩრდილოეთ აფრიკაში ვცხოვრობდით. მაგრამ, რასაკვირველია, ძალიან ცოტა რამ დამამახსოვრდა.
რადიო თავისუფლება: თქვენ ჩრდილოეთ აფრიკაში ცხოვრობდით?
თამარ ამილახვარი: მამაჩემი საფრანგეთის უცხოური ლეგიონის ოფიცერი იყო. უცხოური ლეგიონი კი მაშინ არასოდეს იყო განთავსებული საფრანგეთში, ყოველთვის კოლონიებში მოქმედებდა, უმეტესწილად აფრიკაში. ამიტომ ან მაროკოში ვიყავით ხოლმე, ან ალჟირში. მამაჩემი საფრანგეთში, სამხედრო სასწავლებელში სწავლობდა, რის შემდეგაც პირდაპირ უცხოურ ლეგიონში ოფიცრად წავიდა. მსახურობდა მაროკოში, რამდენიმე მედალი დაიმსახურა, აღიარება... ალჟირში იყო, როცა მეორე მსოფლიო ომი დაიწყო. იქიდან მოუხდა ნარვიკში წასვლა - ნორვეგიის სამხედრო კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად. იქაც დაიმსახურა მედლები. ნორვეგიიდან ის და მისი თანამებრძოლები ჯერ ინგლისში იქნენ ევაკუირებული, ინგლისიდან კი საფრანგეთში. როცა საფრანგეთის ფრონტი მოიშალა, მან და მისმა თანამებრძოლებმა ისევ ბრიტანეთს მიაშურეს პატარა ნავით, რომელიც ერთი ქალის დახმარებით იშოვეს - უბრალოდ, ღამით კარზე დაუკაკუნეს დახმარების თხოვნით და ის მართლა დაეხმარა. ჯერ ჯერსიზე ჩავიდნენ (ლა მანშის სრუტეში მდებარე კუნძულზე), იქიდან კი ინგლისში, ქალაქ პორტსმუთში ჩააღწიეს. იქ შეიტყვეს, რომ შარლ დე გოლი არმიას კრებდა და მას შეუერთდნენ. მამაჩემმა ყველა ეს სამხედრო კამპანია გაიარა, ვიდრე ეგვიპტეში - ალამეინში - მოკლავდნენ.
რადიო თავისუფლება: დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს ისტორიისათვის - 26 მაისი. რას ნიშნავდა ეს დღე თქვენი მშობლებისათვის? ეს იცით?
რამაც გამაოგნა, იყო შეგრძნება, რომ შინ ვიყავი... მართალია, არ გადავსახლდებოდი იქ საცხოვრებლად, მაგრამ აშკარად მქონდა შეგრძნება, რომ შინ ვარ, თითქოს მშობლიურ სოფელში დავბრუნდი ...
რადიო თავისუფლება: თქვენ ბოლოს 2006 წელს იყავით ხომ საქართველოში?
თამარ ამილახვარი: დიახ, მამაჩემის დაბადების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით.
რადიო თავისუფლება: მაგრამ ეს არ იყო თქვენი პირველი ვიზიტი...
თამარ ამილახვარი: არა, ნამყოფი ვარ 1961 წელს, სექტემბერში. მოსკოვში ვიყავი ჩასული საფრანგეთის დღეებთან დაკავშირებით. სამი დღე შვებულება ავიღე და საქართველოში ჩავედი - პირველად.
რადიო თავისუფლება: გვითხარით, თუ შეიძლება ამ პირველი შთაბეჭდილების შესახებ. საბჭოთა დრო იყო, რამდენად თავისუფალი იყავით, რამდენად გეძლეოდათ შესაძლებლობა გენახათ, რისი ნახვაც გინდოდათ?
თამარ ამილახვარი: არ ვიყავი თავისუფალი, ძალიან მარტივად რომ ვთქვა. იმისათვის, რომ ვიზა ამეღო, - საქართველოში ჩასვლის უფლება, - უზარმაზარი ფული უნდა გადამეხადა ინტურისტისთვის. ღამე ვჩერდებოდი არა ნათესავებთან, არამედ სასტუმროში. მეკუთვნოდა მანქანა, მაგრამ მანქანას არ მივყავდი იქ, სადაც მე მინდოდა წასვლა. სულ სამი დღე დავრჩი, ძალიან ცოტა ხანს. მაგრამ ხრუშჩოვის დრო იყო და ხალხი აშკარად უფრო თავისუფლად გამოთქვამდა საკუთარ აზრს. და რამაც გამაოგნა, იყო შეგრძნება, რომ შინ ვიყავი... მართალია, არ გადავსახლდებოდი იქ საცხოვრებლად, მაგრამ აშკარად მქონდა შეგრძნება, რომ შინ ვარ, თითქოს მშობლიურ სოფელში დავბრუნდი. კიდევ იმან გამაოცა, რომ ... ძალიან ბევრი მოდიოდა ჩემს გასაცნობად, რადგან სწორედ მაშინ თავიდან იწყებოდა ურთიერთობები ... და იცით, რამ გამაოცა? თვითონ მათ დიდი ხანი იყო, არ ენახათ ერთმანეთი. და მივხვდი, რომ ხალხი ცალ-ცალკე ყოფნას ამჯობინებდა, ყველა თავისთვის იყო შეყუჟული, რათა თავიდან აეცილებინა სხვებთან კონტაქტთან დაკავშირებული შესაძლო საფრთხე.
რადიო თავისუფლება: ასე რომ, თქვენ დაეხმარეთ ერთმანეთს დაკავშირებოდნენ...
თამარ ამილახვარი: კი, ეს იყო დასაწყისი. მერე, დაახლოებით ერთ წელიწადში, დეიდაჩემი ჩამოვიდა თბილისიდან პარიზში.
რადიო თავისუფლება: ერთი მხრივ, მამათქვენის ნათესაობა, ამილახვრები, მეორე მხრივ დედის - დადიანები... მაგრამ დედ-მამამ ერთმანეთი უკვე პარიზში გაიცნო...
თამარ ამილახვარი: დიახ, პარიზში გაიცნეს ერთმანეთი. ქართული სათვისტომო საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყო, მაგრამ ყველა ერთმანეთს იცნობდა.
ყოველდღე გვიტარებდნენ ენის გაკვეთილებს. ძალიან მრცხვენია იმის აღიარება, რომ არ მოგვწონდა ... ახლა, რასაკვირველია, ძალიან ვნანობ ...