რუსეთის ავიაციის იერიში საველე ჰოსპიტალზე სირიაში

Your browser doesn’t support HTML5

სირიაში სარმინის საველე ჰოსპიტალი სერიოზულად დაზიანდა რუსეთის სამხედრო თვითმფირინავების მიერ 20 ოქტომბერს განხორციელებული ორი საჰაერო დარტყმის შედეგად. იერიშისას 12 ადამიანი დაიღუპა და 28 დაიჭრა - იტყობინება სირიულ-ამერიკული სამედიცინო საზოგადოება, რომელსაც ეკუთვნის ეს სამედიცინო დაწესებულება. თვითმხილველის მიერ გადაღებულ ამ ვიდეოზე აღბეჭდილია საავადმყოფო საჰაერო თავდასხმის შემდეგ.