რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში, თენგიზ ფხალაძე. მან ილაპარაკა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების სამზადისზე. თენგზის ფხალაძემ მიმოიხილა ამ შთანხმების ყველაზე სახიფათო ასპექტები საქართველოსათვის და აღწერა ნაბიჯები, რომლებიც, მისი აზრით უნდა გადადგას საქართველომ ამ ხელშეკრულების დადების საპასუხოდ.
Your browser doesn’t support HTML5