25 ნოემბერს რადიო თავისუფლების „დილის საუბრების“ სტუმარი იყო იდა ბახტურიძე, ქალთა მოძრაობის წევრი. მან ილაპარაკა 25 ნოემბერს გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის თაობაზე. იდა ბახტურიძის თქმით, ქალთა მიმართ და, ზოგადად, გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ფარგლებში, დღის 13 საათიდან გაიმართება მსვლელობა პუშკინის სკვერიდან თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებამდე. აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნაა შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნას სპეციალური განყოფილება, რომელიც გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაზე იმუშავებს. ქალთა მიმართ ძალადობის მასშტაბი ქვეყანაში კვლავ ძალიან მაღალია. სხვადასხვა დროს ჩატარებული გამოკვლევა ცხადყოფს, რომ ყოველი მესამე ქალი ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამხდარა სხვადასხვა სახის ძალადობის მსხვერპლი.
Your browser doesn’t support HTML5