რადიოჟურნალი - 1183-ე გამოშვება

ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმი

"მეათე სტუდიაში" გიამბობთ ფემინისტურ ფესტივალზე, რომელიც ქუთაისში გაიმართა. მიგიპატიჟებთ კომპოზიტორ ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმში. შემდეგ გავისეირნებთ ბიბლიოთეკად ქცეულ თბილისში. გიამბობთ, როგორ ცხოვრობს პაკისტანში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობა, რომელიც თავის წინაპრებად ალექსანდრე მაკედონელის ჯარისკაცებს მიიჩნევს. შემოგთავაზებთ ჩვენს სპორტულ რუბრიკასაც: საუბარი შეეხება რამდენიმე თემას, მათ შორის, ახალგაზრდა ქართველი მოჭიდავეების ბოლოდროინდელ წარმატებებს.