"მეათე სტუდიაში" საუბარს დავიწყებთ ერთი წიგნით, რომლის ავტორმაც გასულ საუკუნეში კატასტროფა დაატეხა მთელ მსოფლიოს - ეს არის "მაინ კამპფი". ვისაუბრებთ კიდევ ერთ გერმანულ წიგნზე, ოღონდ კარგ წიგნზე - ქართული პოეზიის ანთოლოგიაზე, რომელიც თავს უყრის 83 ქართველი პოეტის 300-მდე ლექსის თარგმანს. ბოლოს სპორტზე ვისაუბრებთ: 24 იანვარს საქართველოში უნდა აირჩიონ რაგბის კავშირის ახალი პრეზიდენტი მას შემდეგ, რაც გასულ თვეში, 20 დეკემბერს, პრეზიდენტის არჩევის გეგმა ჩაიშალა.