"მეათე სტუდიაში" გიამბობთ, რატომ და როგორ უჭერს მხარს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი სვეტლანა ალექსიევიჩი რუსეთში დაპატიმრებულ უკრაინელ სამხედრო მფრინავს, ნადია სავჩენკოს. ვისაუბრებთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც ეხება საბჭოთა კავშირში მეტ-ნაკლებად მაღალ პარტიულ თანამდებობაზე მომუშავე პირებს. წარმოგიდგენთ წიგნს ამერიკაზე: მასში თავმოყრილია ისტორიული დოკუმენტები - მე-17 საუკუნიდან მოყოლებული, დღემდე. ბოლოს რაგბის დავუბრუნდებით, "მეათე სტუდიის" უკანასკნელი რამდენიმე გამოშვების მუდმივ თემას: ამჯერად მსოფლიო ჩემპიონატის შედეგებსა და საქართველოს მორაგბეთა ნაკრების პერსპექტივებზე ვესაუბრეთ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტს, გია ნიჟარაძეს.