რადიოჟურნალი - 1071-ე გამოშვება

ფიროსმანის მუზეუმი

"მეათე სტუდიაში" მიგიწვევთ გამოფენაზე, რომელსაც პრაღა მასპინძლობს. ექსპოზიციის სახელწოდებაა „გზა დამოუკიდებლობისაკენ: აზერბაიჯანი, საქართველო, ლიტვა“. მოვუსმენთ ევგენი სავოსტიანოვს, რუსეთის კულტურის სამინისტროს კოლეგიის ყოფილ წევრს, რომელიც პროტესტის ნიშნად გადადგა. ის ღია წერილში ამბობს, რომ სამარცხვინოდ მიაჩნია კულტურის პოლიტიკა. შემდეგ დაკვირვებით და კრიტიკულად შევხედავთ ჟურნალისტების, ანუ ჩვენსა და ჩვენი კოლეგების, მუშაობას: შევეცდებით გავერკვეთ, რამდენად თანმიმდევრულად აშუქებს მედია ამა თუ იმ ამბავს, როგორ არჩევს თემებს. წარმოგიდგენთ ნათარგმნი ქართული წიგნების შარშანდელ მოსავალს და მიგიწვევთ ფიროსმანის მუზეუმში.