რადიოჟურნალი – 1009-ე გამოშვება

გულნარა ქარიმოვას ტვიტერის გვერდი

დღევანდელი "მეათე სტუდიის" თემები: 9 ნოემბერი, ისტორიაში „ბროლის ღამის“ სახელით შესული თარიღი - ფაშიზმთან ბრძოლის დღე. ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა აკავშირებს ამ დღეს საქართველოსთან. მოგითხრობთ ახალ ორგანიზაციაზე, რომელიც მიზნად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაცვას ისახავს. ლიტერატურული ჟურნალი „არილი“, რვაწლიანი პაუზის შემდეგ, ისევ გამოდის. რადიოჟურნალის ბოლოს უზბეკეთს მივაშურებთ. ამ ქვეყნის პრეზიდენტის ქალიშვილს, გულნარა ქარიმოვას, ბოლო დროს ბედი აღარ უღიმის. თუ რატომ, ამას ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ.