"მეათე სტუდიაში" დღეს გიამბობთ ორ მეგობარზე, რომელმაც მრავალი წლის შემდეგ ისევ ნახა ერთმანეთი ოსური და ქართული სამოქალაქო წარმომადგენლების ერევანში ჩატარებულ შეხვედრაზე. გაგაცნობთ ექსპერტების მოსაზრებებს ანგარიშზე, რომელიც ამ კვირაში გამოაქვეყნა უფლებადამცველმა ორგანიზაცია "ფრიდომ ჰაუსმა". შემოგთავაზებთ ინტერვიუს მედიასთან დაკავშირებული სადავო კანონპროექტის ერთ-ერთ ავტორთან, თამარ კორძაიასთან. ბოლოს გამოვეხმაურებით იაპონელი კინორეჟისორის სკანდალური ფილმის, „გრძნობათა იმპერიის“ ავტორის, ნაგისა ოსიმას გარდაცვალებას.