სტუდენტები ზეწოლის ფაქტებზე საუბრობენ
Your browser doesn’t support HTML5
25 აპრილს „აუდიტორია 115“-ის წევრებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურამდე. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ „აუდიტორია 115“-ის აქტივისტების ოჯახების წევრებს სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები გამუდმებით აშინებენ და სამსახურიდან გათავისუფლებით, რიგ შემთხვევაში კი დაპატიმრებითაც ემუქრებიან. აქციის მონაწილეები სტუდენტებზე ზეწოლის შეჩერებას ითხოვენ.