სამხედრო სწავლება და მებრძოლის უსაფრთხოება

სერგო ძაგნიძე

17 აგვისტოს მთელ საქართველოს მოედო სამწუხარო ცნობა სამხედრო წვრთნის დროს ორი ქართველი ჯარისკაცის გაუჩინარების შესახებ. საქართველოს სამხედრო უწყების ინფორმაციით, სპეციალური ოპერაციის ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე შავ ზღვაზე მებრძოლ-მყვინთავთა კურსს გადიოდნენ, როდესაც ზღვაში სიღრმითი ჩაყვინთვის შემდეგ, მათ ვეღარ შეძლეს წყლის ზედაპირზე ამოსვლა.

Your browser doesn’t support HTML5

სამხედრო სწავლება და მებრძოლის უსაფრთხოება

ხელისუფლება და ჭირისუფლები იმედს კარგავენ, რომ ჯარისკაცებს ცოცხალს იპოვიან. საქართველოს სამხედრო პოლიციამ უკვე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის 116-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც „ორი ან მეტი პირის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს“. რამდენად იყო გათვალისწინებული ყველა რისკი ზემოხსენებულ არეალში? შესაძლებელია თუ არა ფატალური შედეგის სრული პრევენცია სამხედრო ვარჯიშების დროს? და ვის ეკისრება პასუხისმგებლობა სამხედრო სწავლების უსაფრთხოებაზე?

ამირან სალუქვაძე

​ჩვენს შეკითხვებს უპასუხებენ სამხედრო პოლიციის უფროსი, პოლკოვნიკი სერგო ძაგნიძე და თადარიგის გენერალი, სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი, გენერალი ამირან სალუქვაძე.