საქართველოს პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე დაიწყო მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა. პირველ მოსმენაზე ცვლილებებს 82 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა. ცვლილებათა პაკეტს მხარი არ დაუჭირა "ქართული ოცნების“ ფრაქციის, "მწვანეების“ წევრმაც.