შექსპირი სტრატფორდში, 400 წლის შემდეგ

უილიამ შექსპირის სამეფო თეატრის ერთ-ერთი სცენა გედის სახელს ატარებს.

გედებს სტრატფორდში მართლაც ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით: წყალზე...

...ჰაერში...

...თუ რკინაში.

1564 წელს ამ სახლში დაიბადა კაცი, რომელმაც თავის პატარა ქალაქს საქვეყნოდ გაუთქვა სახელი.

შექსპირი აქ ყველგან არის...

...ბანერებზე...

...სასტუმროს აბრაზე...

...სასეირნო კატერებზე...

...რესტორნის აბრაზე...

...სუვენირების მაღაზიაში...

...თუ ნეონის რეკლამაზე.

სტრატფორდში თითქმის ყველაფერი შექსპირის სახელს ატარებს...

...სუვენირების მაღაზია...

...სავაჭრო ცენტრი...

...წიგნის მაღაზია...

...შედარებით იაფი ღამის გასათევიც...

...და ფეშენებელური სასტუმროც.

...ხოლო სადაც შექსპირის ხსენებას ვერ ნახავთ, აუცილებლად წააწყდებით მისი ცოლის, ენ ჰეთეუეის სახელს...

...ან, უარეს შემთხვევაში, მისი პიესების რომელიმე პერსონაჟისა.

ნეტავ, რას იფიქრებდა დიდი ბარდი იმაზე, მის კარიკატურას დღეს ფრანგულ კრეპზე დასაპატიჟებლად რომ იყენებენ.