ნატომ რუსეთს მოუწოდა, „შეცვალოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების გადაწყვეტილება“

Your browser doesn’t support HTML5

საქართველო ჩვენი ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. 11 თებერვალს ბრიუსელში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ საქართველოს და ალიანსის წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრები. სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ალიანსის გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით განაცხადა, რომ საქართველოს ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი კანონის უზენაესობისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გზაზე. ნატოს თავდაცვის მინისტრებმა მხარი უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ალიანსმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, შეცვალოს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების უკანონო გადაწყვეტილება.